მოკლულია 13 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი ქაბულში ამერიკულ უნივერსიტეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად
24-08-2016, 23:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამერიკული უნივერსიტეტის კამპუსში უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის პროფესორები და ასეულობით სტუდენტი იყო გამომწყვდეული ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც კამპუსს ეჭვმიტანილი მებრძოლები ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 


BBC -ის ცნობით, მოკლულია სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი. მოკლულთა შორისაა ორი თავდამსხმელიც. 

 

 

ზოგიერთი სტუდენტი შენობის მეორე სართულის ფანჯრებიდან გადახტა, რათა გაქცეოდნენ თავდამსხმელებს. ერთ-ერთი სტუდენტის ინფორმაციით, ზოგიერთმა მათგანმა ფეხი მოიტეხა, ზოგმა კი დაზიანებები თავის არეში მიიღო.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ელიტურმა ავღანურმა ძალებმა უნივერსიტეტის შენობას ალყა შემოარტყეს, ადგილობრივი დროით საღამოს 6:30 საათზე იერიშის დაწყების შემდეგ კი სროლები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

 


თვითმხილველთა თქმით, მას შემდეგ სროლები შეწყდა და სპეციალური ძალები შენობაში შევიდნენ.

 


თავდაპირველად მსხვერპლის შესახებ ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდებოდა. პირველად ავღანეთის დედაქალაქის საავადმყოფოების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მუჰამედ სალიმ რასოულიმ დაუდასტურა „როიტერსს“, რომ სულ მცირე 1 სტუდენტი იყო მოკლული, 14 კი დაჭრილი.

 

 

თავდასხმაზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

 

 

ოფიციოზის ცნობით, ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმაში ჩართული იყო რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი, რომელთაგან ზოგს თვითმკვლელი ქამარი ეკეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი