სულ მცირე 250 ადამიანია დაღუპული იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მთიან რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC იტალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 03:36 (თბილისის დროით 05:36) იტალიის დედაქალაქ რომიდან დაახლოებით 100 კმ-ში მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი პერუჯადან არც ისე შორს იყო. უმეტესი ნაწილი აკუმოლში, ეპიცენტრის სიახლოვეს და ქალაქ ამატრისიდან მოკლე მანძილზე მდებარე დასახლებაში დაიღუპა.
თავად ამატრისში კი სახლების 1/3 დანგრეულია. ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ არის მოქცეული და სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, - წერს BBC.
პრემიერ მინისტრმა, მათეო რენზიმ იმ მოხალისეებისა და სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალური პირებისადმი გამოხატა პატივისცემა, რომლებიც სასწრაფოდ გაექანენ შუაღამისას მიწისძვრის ეპიცენტრში და შიშველი ხელებით ამოჰყავდათ გადარჩენილები ნანგრევებიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.