თურქეთში ვიზიტად მყოფმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ გიულენის ექსტრადიციას მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში მოახდენს
25-08-2016, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატები ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციას სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში მოახდენს, - "როიტერსის" ცნობით, აღნიშნული განცხადება თურქეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

 

 

ბაიდენმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ გიულენის წინააღმდეგ ინფორმაციის მოპოვებაში თურქეთს დაეხმარება.

 

 

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული იმის დაცვით, ვინც მათი მოკავშირე დააზარალა და რომ ვაშინგტონი, გადატრიალებისას თურქეთს მხარს უჭერდა.

 

 

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთმა ფეთჰულაჰ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. მას ბრალად ედება ბრძანების გაცემა, რომლის მიხედვითაც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალება უნდა განხორციელებულიყო.

 

 

ჯო ბაიდენი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია აშშ-დან, რომელიც თურქეთში ჩავიდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი