თინა ხიდაშელი დავით ნარმანიაზე: როცა არჩეული თანამდებობის პირი ხარ, ნერვებმა არ უნდა გიღალატოს და როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში
25-08-2016, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როგორც არ უნდა იყო გაღიზიანებული, როგორც არ უნდა იყო გაბრაზებული, როცა არჩეული თანამდებობის პირი ხარ, ნერვებმა არ უნდა გიღალატოს და როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში“,- თქვა „რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა თბილისის მერის, დავით ნარმანიას გუშინდელი განცხადების შეფასებისას.

 

 

თინა ხიდაშელის განცხადებით, დავით ნარმანიამ არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ მისი თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთ დროს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდეს.

 

 

„ასე არ ელაპარაკებიან ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად გეუბნებიან, რომ ერთი მილიონი ხის დარგვით მოსული მერი ხეების გაჩეხვით არ უნდა ამახსოვრებდეს ხალხს თავს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

 

გუშინ თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო. კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. მან ასევე მერს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. კუპრაძის განცხადებების შემდეგ დავით ნარმანიამ თქვა, რომ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ულტიმატუმებით საუბრობდა. „მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა“,-განაცხადა მერმა.

 

   

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი