ცაგერის მუნიციპალიტეტში "მწვანე თეატრის" აღდგენა იწყება. ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების პროექტს "მთის განვითარების ფონდი" აფინანსებს. როგორც Guardian.ge-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ განუცხადა, თეატრის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება.
"მწვანე თეატრთან" დაკავშირებით ტენდერი უკვე დასრულებულია, გამარჯვებული ფირმა უკვე გამოვლენილია და ხელშეკრულებასაც ხელი გუშინ მოეწერა. მცირე შეფერხება იყო, რაღაც პრობლემების გამო, კომპანიის მხრიდან. ვვარაუდობთ, რომ თეატრის რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დაიწყება.
თავიდან კეთდება ყველაფერი, უბრალოდ რეაბილიტაცია ჰქვია იმიტომ, რომ ძირითადი კონსტრუქცია შენობისა და სცენის არსებობს. პრაქტიკულად, სულ ახალი "მწვანე თეატრი" გვექნება. ამას ემატება ისიც, რომ იქვე პატარა მდინარე ჩამოდის, გაკეთდება არხი თავისი ჩამკეტი აუზით და მთლიანად მოპირკეთდება ქვით, ანუ ძალიან საინტერესო რაღაცები გვაქვს დაგეგმილი. პროექტი, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. ის "მთის განვითარების ფონდიდან" ფინანსდება და დაახლოებით, 500 000 ლარი დაიხარჯება", – განაცხადა რევაზ ბენიძემ.
მისი თქმით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, 3 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ობიექტი დეკემბერის ბოლოს უნდა ჩაბარდეს.
"ძირითადი კონსტრუქციები უკვე გაკეთებულია. მომავალ კვირაში გაკეთდება ფრენბურთის, კალათბურთის სათამაშო დარბაზები, ფეხბურთის მინი სტადიონი, მოხდება შენობის რკინის კონსტრუქციებით გადახურვა და შემდეგ დაიწყება შიდა სამუშაოები. ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ წინასწარ გრაფიკს სამშენებლო კომპანიისგან. უნდა ითქვას, რომ სამუშაოები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს", – აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რევაზ ბენიძემ Guardian.ge–სთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.