ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს რამდენიმე დღით კეტავს. როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება, მიზეზი უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა, რომელიც „რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღის აღიარებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დღეს, 20:00 სთ-დან აიკრძალება.
რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების მერვე წლისთავს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ხვალ აღნიშნავენ.
ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოს, დილის 07:00 სთ-დან გაიხსნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.