თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც, კურორტის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვითარებას ითვალისწინებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მთის კურორტების განვითარება პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.
„მათ შორის არის ბაკურიანი, გუდაური, თეთნულდი და გოდერძი. ოთხივე მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული პროგრესი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რა კეთდება. მიბრძანდით თუნდაც ბაკურიანში და ნახეთ, წელს რამდენი ინფრასტრუქტურული ცვლილებაა და რამხელა ბუმია. მთის კურორტები განვითარდება გაცილებით უკეთ, ვიდრე წინათ, მათ შორის ისე, რომ არავის დავიჭერთ, არ დავაპატიმრებთ და კიდევ უფრო ჩქარა ავაშენებთ ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.