„ჩვენმა თანამოქალაქეებმა აირჩიეს ბატონი დავით ნარმანია და ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ვადის გასვლის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა. ყველა საკითხის პოლიტიზება იწყება და მე ვისურვებდი, რომ უფრო საქმიან ჭრილში, საქმიან განწყობილებაზე გადავსულიყავით“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.
ამის შესახებ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დედაქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ. ირაკლი აბესაძის განმარტებით, საჭირო ხელმოწერების შეგროვებას დღეიდან დაიწყებენ და როცა 24 დეპუტატის ხელმოწერა შეგროვდება, საკითხს მსვლელობა მიეცემა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.