რატომ მაინცდამაინც ზუგდიდი?.... ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი მიზეზთაგანი, თუ რატომ მიყვარს სამეგრელო, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
სააკაშვილი სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ლაგვილავების ოჯახს იხსენებს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, "არასდროს არანაირი გამორჩენის მიღება არ უცდია ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ჩემი მთავრობისაგან". სააკაშვილი აცხადებს, რომ " ისინი დღემდე ჩვენი დიდი მხარდამჭერები არიან" და სწორედ ამით ხსნის მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სამეგრელოს რეგიონის მიმართ.
"რატომ მაინცდამაინც ზუგდიდი? მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძის მთავრობამ ადგილობრივ ნიღბიან “ტიტუშკებს” ცეცხლი გაახსნევინა ნაციონალური მოძრაობის მიტინგისთვის. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი მძიმედ, მაგრამ ხალხი ამან არ შეაშინა, ისინი არ დაიშალნენ და ნიღბები ჩამოგლიჯეს ავტომატიან თავდამსხმელებს.
2004 წლის 1 იანვარს, მეკვლედ მივედი რეზო ლაგვილავას სახლში. რეზო უნივერსიტეტის დოცენტი და ერთ-ერთი დაჭრილთაგანი იყო. მას მკერდში და ხელში მოხვდა ტყვიები. ამ ოჯახს, არასდროს არანაირი გამორჩენის მიღება არ უცდია ვარდების რევოლუციის შედეგად მოსული ჩემი მთავრობისაგან და ისინი დღემდე ჩვენი დიდი მხარდამჭერები არიან. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი მიზეზთაგანი, თუ რატომ მიყვარს სამეგრელო", - წერს მიხეილ სააკაშვიილი "ფეისბუქზე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.