საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა გოჩა ენუქიძის წარდგენისას გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება დაეთმო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს - ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას, რაზეც საქართველოს ბიუჯეტის მესამედზე მეტი - 3 მილიარდი ლარი იხარჯება.
„ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ვინაიდან, თუ არ გვეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა და ადამიანს, საკუთარი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, უკანასკნელ ქონებაზე ხელის აღება მოუწევს, მაშინ არაფერს აქვს ფასი. ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაზე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, არც ერთ მთავრობას ამხელა ყურადღება არ დაუთმია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. დღეს, ბავშვებისთვის აღარ არის საჭირო, სოფლიდან სოფელში სკოლაში ფეხით სიარული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაზეც დიდი რესურსი გამოვყავით. ჩვენ შევქმენით „სოლიდარობის ფონდი“, რომელშიც უამრავი ადამიანი საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დამატებით, რასაც სახელმწიფო გაიღებს ჯანდაცვისთვის, აგროვებს რესურსს, რომ ძალიან რთულ დაავადებებზე, რომელთა მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, ჩვენს ბავშვებს ვუმკურნალოთ უცხოეთში. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა სითბო, მეტი სიყვარული, რადგან 2011 წელს ამის საჭიროება ძალიან მძაფრად იგრძნობოდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.