პროკურორი: გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის საფრთხე არსებობს
18-02-2015, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურა გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვისა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევის საფრთხეებზე საუბრობს და ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგია.

 


როგორც თბილისი საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორმა განმარტა, შუამდგომლობა იმ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ უგულავა 2014 წლის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს, რა დროსაც ქვეყნიდან გასვლის გზით მიმალვას ცდილობდა.

 


პროკურორის თქმით, ბრალდებულს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას შეეცდება.

 

ამასთან, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხიდან ახალი დანაშაულის საფრთხეც არსებობს.

 


პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიმალვის საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, უგულავას პტიმრობიდან გათავისუფლებამ საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს.

 

 

პროკურატურის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მოსამართლემ უნდა მიიღოს განჩინება გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან.

 


დაცვის მხარე "სითი პარკის" საქმეზე ბრალდებული უგულავას 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი