თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის მე-3 ბაღის შენობაში განთავსებულ ქუთაისის „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „საპოვნელას“ ეწვია და საჩუქრად კომპიუტერული მოწყობილობები გადასცა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თვითმმართველობის მხარდაჭერით, უკვე დღეიდან, პედაგოგები და ბავშვები გაივლიან სპეციალური გადამზადების კურსებს, ბავშვები შეისწავლიან ადაპტირებულ სამომხმარებლო პროგრამებს, რაც მათ ახალი უნარების გამომუშავებასა და მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას შეუწყობს ხელს.
"აღნიშნული პროგრამები სრულად ასახავენ ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმების შედგენისა და განხორციელების პროცესს, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა სოციალური, შემეცნებითი და აკადემიური უნარების განვითარებას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. პედაგოგები სპეციალური პროგრამების პარალელურად დაეუფლებიან საოფისე პროგრამებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების კურსის დანერგვასა და პროგრამების ადაპტირებას თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ,,საპოვნელა’’უზრუნველყოფს ქუთაისის „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
დღის ცენტრის კომპიუტერული საშუალებებით აღჭურვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდირების მუხლიდან გახდა შესაძლებელი", – აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.