გიორგი კვირიკაშვილი: იმისთვის რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს სვანეთში დასვენება, უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები
25-08-2016, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მესტიაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების კანდიდატის წარდგენისას გააკეთა.

 

 

„სამწუხაროდ, ბევრ უცხოელს ნანახი აქვს სვანეთი, ხოლო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - არა. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოხუცებმა მოინახულონ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ეს ულამაზესი კუთხე. ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ განვავითაროთ სპორტსკოლები ზამთრის სპორტის სახეობებისთვის.

 

 

აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ტრადიციული გაზაფხულის არდადეგები, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს დასვენება სვანეთში და გავზარდოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა. გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა თეთნულდის ტურისტული კომპლექსის განვითარებისთვის. იქ სერიოზულ ფინანსურ რესურსებზეა საუბარი, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან, რათა აუცილებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. აუცილებლად უნდა აშენდეს დამატებითი საბაგირო იმისთვის, რომ მესტიიდან შესაძლებელი იყოს ჰაწვალის საბაგიროთი ასვლა, რათა მოთხილამურეებს მესტიაში საბაგიროთი სარგებლობა გავუადვილოთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე აშენდება გზა ქუთაისიდან მულახის მიმართულებით, გვირაბების გავლით და უშგულზე გადამავალი ზაფხულის გზაც.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ყველაფერი აბსოლუტური რეალობაა და ამისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ინტენსიური მუშაობა და რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

 

„ასევე, გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რაც აუცილებელია, რათა შავი ზღვისპირეთიდან ამომავალმა ტურისტმა კომფორტული გზით ისარგებლოს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სვანეთში თითოეულ ოჯახში ამოვიდეს კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ის ნაბიჯები, რომლებსაც ვახორციელებთ. დამატებით შეღავათია მთის კანონი, რომელზეც ბევრი იშრომეს ამ კუთხის შვილებმა, რომლებიც მთის კომისიის მუშაობაში ძალიან აქტიურად საქმიანობდნენ“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი