პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე ტრისტან წითელაშვილის უნებართვოდ შესვლის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო
25-08-2016, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ტრისტან წითელაშვილის თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო. აღნიშნულის შესახებ პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

 

”გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, მედიასაშუალებებში მოქალაქე ტრისტან წითელაშვილის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებზე უნებართვოდ შესვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 


საქართველოს პროკურატურის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2015 წლის 5 აპრილს დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ იმავე წლის 4 აპრილს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი შესაბამისი ნებართვის გარეშე შეიყვანა თავდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ ობიექტზე.

 

 

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დ.ებრალიძის 2015 წლის 15 ივნისის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის გამო) შესაბამისად გოდერძი ორმოცაძე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე მომზადებული 2015 წლის 17 სექტემბრის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. 2015 წლის 28 სექტემბერს დასრულდა სამსახურებრივი შემოწმება და მასალები ჩაბარდა თავდაცვის სამინისტროს არქივს. შემოწმების მასალები ან მასში მოყვანილი ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურაში არ გადმოგზავნილა.

 


თავდაცვის სამინისტროდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებისა და პროკურატურის მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს გენერალური შტაბიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ობიექტებს, სადაც იმყოფებოდა მოქალაქე ტრისტან წითელაშვილი, არ ჰქონდათ მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი და აღნიშნულ ობიექტებზე შესვლის უფლება სათანადო ნებართვის შემთხვევაში ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების არმქონე პირებსაც.

 

 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ საბჭოს არ უმსჯელია კონკრეტული სამხედრო ობიექტების შესახებ. “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ინფორმაციის განსაიდუმლოებას ახდენს ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი სუბიექტი. ეროვნული უშიშროების საბჭო არ არის სამხედრო ობიექტების დასაიდუმლოების კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტი.

 

 

ამრიგად მედიით გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ 2015 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქართველოს პროკურატურის მიერ აღნიშნულ ფაქტზე არ იქნა დაწყებული გამოძიება”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 39
#39   Blaine
      
References:


Secure wire transfer casinos australia casino wire transfer withdrawal
Australia
22 ოქტომბერი 2026 23:31
#38   Christopher
      
References:


MiFinity casino free spins https://boardgameswiki.site
22 ოქტომბერი 2026 03:33
#37   Jesse
      
References:


Online casinos accepting bank wire australia direct bank transfer pokies australia
21 ოქტომბერი 2026 14:15
#36   Frieda
      
References:


No fee wire transfer casinos https://onlinevetjobs.com/author/indexpound69/
20 ოქტომბერი 2026 21:46
#35   Dawna
      
References:


Casino SWIFT payment australia best bank transfer casinos australia
19 ოქტომბერი 2026 21:05
#34   Rebecca
      
References:


Neosurf voucher online casino pbase.com
19 ოქტომბერი 2026 11:14
#33   Pete
      
References:


How to deposit with BPay pokies https://hedgedoc.dawan.fr
18 ოქტომბერი 2026 18:25
#32   Terra
      
18 ოქტომბერი 2026 18:22
#31   Chau
      
References:


Osko direct bank transfer casino https://gitlab.oc3.ru/baseswitch69
17 ოქტომბერი 2026 20:49
#30   Maryjo
      
References:


Online slots paypal online casino
paying with paypal
15 ოქტომბერი 2026 23:18
#29   Leta
      
References:


Real money casino australia neosurf neosurf casino poker
machines australia
15 ოქტომბერი 2026 11:24
#28   Willa
      
References:


Neosurf sign up bonus australia https://skitterphoto.com/photographers/3476572/farrell-song
15 ოქტომბერი 2026 10:44
#27   Beatris
      
References:


How to use neosurf at online casinos neosurf voucher casino australia
15 ოქტომბერი 2026 09:20
#26   Olivia
      
References:


Low minimum deposit MiFinity casino AU https://hedgedoc.envs.net/
14 ოქტომბერი 2026 18:53
#25   Lorenzo
      
References:


MiFinity casino no deposit bonus Australia MiFinity
pokies Australia
14 ოქტომბერი 2026 17:05
#24   Werner
      
References:


Play live roulette with MiFinity Australia how to withdraw casino
winnings with MiFinity
14 ოქტომბერი 2026 16:29
#23   Anderson
      
References:


Direct bank transfer withdrawal casino australia https://actualites.cava.tn/user/bomberlaura92/
14 ოქტომბერი 2026 02:05
#22   Terry
      
References:


Neosurf casino welcome bonus australia downarchive.org
14 ოქტომბერი 2026 01:12
#21   Kia
      
References:


BPay banking pokies BPay pokies registration
14 ოქტომბერი 2026 01:09
#20   Belen
      
References:


Aussie online casinos wire transfer https://www.rcfl.com.hk/home.php?mod=space&uid=10293156
12 ოქტომბერი 2026 01:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი