„წინა მთავრობის პირობებში არც კი დაესიზმრებოდათ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მერის გვერდით დამსხდარიყვნენ და ქალაქისათვის საჭირბოროტო საკითხები განეხილათ“,-განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა.
მისი თქმით, თბილისის მერიაში გუშინდელ შეხვედრაზე პროვოკაცია მოხდა.
„სიმართლე რომ გითხრათ, პროვოკაციას არ წამოვეგებოდი, აქედან გამომდინარე ბოდიში მოსახდელი არ მექნებოდა... თანამდებობის პირი არავითარ შემთხვევაში პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. ეს იყო პროვოკაცია. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებისათვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერებს ოპოზიციური დეპუტატები ვერ შეაგროვებენ.
გუშინ თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო. კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. მან ასევე მერს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. კუპრაძის განცხადებების შემდეგ დავით ნარმანიამ თქვა, რომ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ულტიმატუმებით საუბრობდა. „მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა“,-განაცხადა მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.