მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში 2,5 კმ სიგრძის გზას, რომელიც 6 ქუჩას მოიცავს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, შიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა. გზის პარალელურად, სანიაღვრე ქსელიც გაკეთდა. სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2016 წლის ივლისში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდა. გზის რეაბილიტაციაზე კი ჯამში 160 000 ლარი დაიხარჯა.
"წილკანში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს, წვიმის დროს, გზების სავალი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად იტბორებოდა. რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლას სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფლის რეაბილიტირებული გზა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.