პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იგეგმება უმაღლესი განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, რათა მომავალმა თაობამ, დრო და რესურსი არ დახარჯოს ისეთი პროფესიების დაუფლებაში, რომელთა სიჭარბეა.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი რეფორმაა საჭირო საშუალო განათლებაშიც, რომლის მთავარი ღერძი უნდა იყოს დაფასებული პედაგოგი.
„ჩვენ გვმართებს, ქედი მოვიხაროთ და მადლობა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდში, გმირობის ფასად უზრუნველყვეს უწყვეტი განათლება ჩვენი მომავალი თაობისთვის. მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე და არა ტესტირებაზე, გამოცდებზე. ტესტირება საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება, ეს დამოკლეს მახვილივით ეკიდოს ყოველთვის ჩვენი პედაგოგიური კორპუსის თავზე. მე პედაგოგის ოჯახში ვარ გაზრდილი. დედაჩემი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორი. დღეს მყავს ასევე ბებია, რომელიც 96 წლის არის და 60 წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას საქართველოში, კომაროვის სკოლაში. ასე, რომ ჩემთვის უცხო არ არის, რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.