პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის უპრეცედენტო მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ბევრ შეძლებულ ქვეყანას არ აქვს ისეთი უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, როგორიც საქართველოს.
„დღეს მთიან რეგიონებში, ვეღარ ნახავთ სოფელსა და სოფელს შორის, ფეხით მიმავალ ბავშვებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად, ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ. ყველა ასეთ სოფელს ავტობუსი ემსახურება. დღეს ჩვენ ვდგავართ ოთხი წლის მიჯნაზე და მომავალი ოთხი წლისთვის გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, როგორ უნდა მივიყვანოთ საქართველო მომავალი ოთხი წლის თავზე იმ წერტილამდე, როცა პროცესი შეუქცევადი იქნება და ყველა ოჯახი იგრძნობს შექმნილ კეთილდღეობას. ეს აბსოლუტურად რეალურია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.