ხათუნა სამნიძე: ”რესპუბლიკელების” სახელით მოვუწოდებ დავით ნარმანიას რომ დატოვოს თანამდებობა
25-08-2016, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიისა” და თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ სახელით, დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდებს.

 

 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამნიძემ განაცხადა, "ასეთი პროცესები მერიაში სახიფათოა".

 

 

”მე ვსაუბრობ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე. ბოლო დროს მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესები მიმდინარეობს საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით მერიაში. აქ დანიშნული სამსახურის უფროსები და სხვადასხვა თანამდებობის პირები ხშირად წარმოადგენენ სპეცსამსახურებს. ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი პროცესები მერიაში სახიფათოა. მერის ბოლოდროინდელი ქმედებები და გუშინ მისი განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის ვერ აცნობიერებს, მან ვერ გაიგო, მას ვერ გააგებინებს, რომ ის არის მერი, ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან. მას სჭირდება მუდმივი კომუნიკაცია. მას პრობლემა აქვს არა მხოლოდ მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში, ასევე საკრებულოს წევრებთანაც. მას უჭირს საკრებულოს სხდომაზე მოსვლა და ანგარიშის ჩაბარება.

 

 

ფრაქცია ”რესპუბლიკელების” სახელით მოვუწოდებ დავით ნარმანიას, რომ დატოვოს თანამდებობა. ამით ის უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს დედაქალაქში შექმნილი ვითარება განიმუხტება”, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

 

გუშინ თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო. კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. მან ასევე მერს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. კუპრაძის განცხადებების შემდეგ დავით ნარმანიამ თქვა, რომ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ულტიმატუმებით საუბრობდა. „მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა“,- განაცხადა მერმა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი