ნინო ბურჯანაძე: 2008 წელს კარასინმა მოუწოდა საქართველოს, რომ ფრთხილად ყოფილიყო ჩვენი მხარე, ომი არ დაეწყო და ქვეყანა არ დაექცია
25-08-2016, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2008 წლის ივლისში, საქართველოში ჩამოვიდა ბატონი გრიგორი კარასინი იმ მიზნით, რომ გაეფრთხილებინა საქართველოს მხარე ცხინავლის რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე და მოუწოდა, ფრთხილად ყოფილიყო ჩვენი მხარე, ომი არ დაეწყო და ქვეყანა არ დაექცია", - აღნიშნული განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გუშინ "კავკასიის" ეთერში გააკეთა.

 

 

„2008 წლის ივლისში, საქართველოში ჩამოვიდა ბატონი გრიგორი კარასინი, შეხვდა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ გაეფრთხილებინა საქართველოს მხარე ცხინავლის რეგიონში არსებულ დაძაბულობაზე და მოუწოდა, ფრთხილად ყოფილიყო ჩვენი მხარე, ომი არ დაეწყო და ქვეყანა არ დაექცია. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წამოსული ვიყავი თანამდებობიდან და არ ვაპირებდი ხელისუფლების საქმეებში ჩარევას, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თხოვნით, შევხვდი ბატონ კარასინს. კარასინმა განმიცხადა, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილმა კარგად ვერ გაიგო მათი შეხვედრის მნიშვნელობა და მისი თხოვნის შინაარსი საქართელოს ხელისუფლებისადმი.

 

 

მან პირადად მეც მითხრა, რომ რუსეთის ხელისუფლების დაბეჯითი თხოვნაა - ნუ დააქცევდა ქვეყანას ჩვენი ხელისუფლება და არ დაეწყო ომი ცხინვალის რეგიონში. ამ შეხვედრის შემდეგ მე დავურეკე ვაშაძეს, დავურეკე სააკაშვილს და გავფრთხილე, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული გზავნილი და უნდა ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დაამატა, რომ არც წინა ხელისუფლებას შეეძლო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება და არც დღევანდელს შეუძლია. აქედან გამომდინარე ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ მისი პოლიტიკური ძალა მოუტანს ქვეყანას კეთილდღეობას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი