[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დანიის სამეფოს შიდა გვარდიისა და ესტონეთის თავდაცვის ლიგის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ დელეგაციას დანიის სამეფოს შიდა გვარდიის პირველი რანგის კაპიტანი, ანდერს ფრისი ხელმძღვანელობდა.
ოფიცერთა დელეგაციის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარესთან საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და დანიის სამეფოს შიდა გვარდიას, ასევე, ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბებაში დანიისა და ესტონეთის მხარდაჭერა იყო. დელეგაციის წარმომადგენლებმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან სკოლის სასწავლო პროგრამების, მეთოდოლოგიის, აღჭურვის, მატერიალური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. მათ ქართულ მხარეს დანიის სამეფოს სარეზერვო სისტემა და სკოლის მოწყობის მოდელიც გააცნეს, გამოცდილება გაუზიარეს და სკოლის ჩამოყალიბების პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები გაუწიეს.
საქართველოს ეროვნული გვარდიის სკოლის ჩამოყალიბება ეროვნული გვარდიის ბაზალეთის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე წელს იგეგმება. სკოლა ათმეთაურებსა და ოცეულის სერჟანტებს მოამზადებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.