გიორგი კვირიკაშვილი ლენტეხის მოსახლეობას: თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით
25-08-2016, 07:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხში მოსახლეობასთან შევედრისას გააკეთა, სადაც მან ადგილობრივებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარუდგინა.

 

 

"მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის და ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.

 

 

პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საარჩევნო გარემო თავისუფალია.
„დღეს ქვებით არავის ხვდებიან. ცალკეული ინციდენტების გარდა, მთლიანად, საარჩევნო კამპანია მშვიდობიანია. სატელევიზიო სივრცეში ისმის თავისუფალი აზრი - ხშირად, შეიძლება გულსატკენი, მაგრამ თავისუფალი, - განაცხადა პრემიერმა.

 


მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ სახელმწიფო პროგრამებსაც დაუთმო, რომლებიც მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად და გამოყო „აწარმოე საქართველოში“, რომლის ნაწილია საოჯახო სასტუმროების წახალისების პროგრამა - „უმასპინძლე საქართველოში“. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამა, ყველა ადამიანს, ამ მიმართულებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის, გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებს სთავაზობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ შეიქმნას ადგილობრივი საწარმოო პოტენციალი და მოქალაქეებმა თავი უფრო წელგამართულად იგრძნონ.

 


თუმცა, პრემიერის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საწადელს მიაღწია. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი კარგად ხედავს, რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, მაგრამ აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ მიაღწიოს იმას, რომ უკვე ჩაყრილი საფუძველი თითოეული ოჯახის კეთილდღეობად გარდაიქმნას.

 


„წელს საქართველოში 6 მილიონამდე ტურისტს ველოდებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რეგიონებში რამხელა ზრდაა ტურიზმში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს სიკეთე ყველა თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს. ლენტეხში მალე დასრულდება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფოს მშენებლობა. ეს იქნება დიდი შვება ადგილობრივებისთვის და ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის წინაპირობას, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა და ახალგაზრდობა რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით. ასევე, საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც, ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განვითარებისთვის, თითოეული თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საზაფხულო გზის მშენებლობა და გვირაბების პროექტზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

 


პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი გაკეთდება უსწრაფეს ტემპებში, მაგრამ ისე, რომ მთავრობა არ გადათელავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს და თითოეული ადამიანის ღირსება უზენაესი და უპირველესი იქნება.

 


გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა და განაცხადა, რომ სვანეთს პარლამენტში წარმომადგენელი პროპორციული სიითაც ეყოლება.

 


„ჩვენ არ მოგვწონს ის, რომ საქართველოს მოსახლეობას, რაღაც სტანდარტების მიხედვით, მათემატიკურად აჯამებენ. ყველა რეგიონს აქვს თავისი თავისებურებები, გასაჭირი, სიხარული და ყველა რეგიონი გამორჩეულია, მაგრამ ასეთია რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   buy_cialis
      
Woldwide recognized spebuy cialist for erectiledysfunction.
24 ნოემბერი 2016 02:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი