ლენტეხში ახალი კლინიკა გაიხსნება -  „ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის წინაპირობას, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა და რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს“
25-08-2016, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება - სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაათვალიერა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საავადმყოფო, რომლის მშენებლობაზეც 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოსახლეობას ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, კლინიკაში ძირითადად ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი დასაქმდება, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და კლინიკის ამოქმედებამდე თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ გადამზადებას.

 

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლენტეხის კლინიკა ჩართულია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ლენტეხელებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ, როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურება.

 

 

ლენტეხში ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებამდე, გიორგი კვირიკაშვილი ლენტეხში მოსახლეობას შეხვდა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა და ლენტეხში მშენებარე კლინიკაზეც ისაუბრა.

 

 

პრემიერის თქმით, ლენტეხის ახალი კლინიკა დიდი შვება იქნება ადგილობრივებისთვის.

 

 

„ლენტეხში მალე დასრულდება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფოს მშენებლობა. ეს იქნება დიდი შვება ადგილობრივებისთვის და ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის წინაპირობას, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა და ახალგაზრდობა რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი