მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის და ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას, სადაც მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო და ზემო სვანეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობასთან შეხვედრისას იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა გახორციელებაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
„წელს საქართველოში 6 მილიონამდე ტურისტს ველოდებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რეგიონებში რამხელა ზრდაა ტურიზმში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს სიკეთე ყველა თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს. ლენტეხში მალე დასრულდება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფოს მშენებლობა. ეს იქნება დიდი შვება ადგილობრივებისთვის და ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის წინაპირობას, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა და ახალგაზრდობა რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით. ასევე, საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც, ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განვითარებისთვის, თითოეული თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საზაფხულო გზის მშენებლობა და გვირაბების პროექტზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.