პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაო პროცესი 3 ძირითად სამუშაო მიმართულებას [შენობების აღდგენა-განახლება; კომუნიკაციების შეცვლა-ახლის მოწყობა; გამზირის კეთილმოწყობა] მოიცავს.
„შენობებზე სამუშაოების დიდი ნაწილი, რომელიც 2016 წლის 5 თებერვალს დაიწყო, დასრულებულია. მიმდინარეობს კომერციული და საცხოვრებელი ფართების იმ ნაწილების სარემონტო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს აღდგენას შენობების კონსტრუქციული გამაგრების აუცილებლობიდან გამომდინარე. სამუშაოები განხორციელდა, წინასწარ მომზადებული პროექტების მიხედვით, საავტორო ზედამხედველობით და არქიტექტორების აქტიური მონაწილეობით.
45 შენობიდან, რომლებზეც მიმდინარეობს სამუშაოები, 38 ისტორიულ-კულტურული ძეგლია, რომლებსაც მაქსიმალურად შეუნარჩუნდათ ისტორიული იერსახე და მათზე განხორციელებული ყველა სამუშაო განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო.
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირ N44-ში მდებარე ძველი ფოსტის შენობის რეაბილიტაცია. შენობა XX საუკუნის II ნახევარში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მარცხენა სანაპიროს განაშენიანების ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა. ისტორიის მიხედვით, იგი გასული საუკუნის დასაწყისში დავით იუზმაშევმა ააგო. პროექტის ავტორი, კი იმ დროს თბილისში სახელგანთქმული არქიტექტორი ა. ზურაბოვია. დავით აღმაშენებლის გამზირ N44 - ის ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ბოლო ეტაპზე მოპირკეთდება შიდა ეზოს ზედაპირი.
5 თებერვლიდან დღემდე შენობებზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
• შენობების შესწავლა ადგილზე (დაზიანებული ნაწილების გახსნა-დემონტაჟი)
• შენობების კონსტრუქციული გამაგრება
• შენობების ზედაპირების რელიეფური ლესვა (ქვიშა-ცემენტის, გაჯის და კირის ხსნარებით)
• დეკორატიული ელემენტების აღდგენა-რესტავრაცია და ახალი, არსებულის ანალოგიური ნაძერწი ორნამენტების დამზადება-მონტაჟი (რომელთა შენარჩუნება ვერ მოხერხდა)
• შენობების სახურავების შეცვლა-აღდგენა
• წყლის გადაყვანის სისტემის მოწყობა (საცრემლეები, წვიმის სატარი მილები და ღარები)
• ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი (ხის ჭვირულიაივნები, ფანჯრები, ხის კარები, დარაბები, წინფრები და ა.შ.)
• შენობების ნაწილზე სადარბაზოების, მათ შორის ისტორიული სადარბაზოების აღდგენა
• ლითონის ჭედური ნაკეთობების რესტავრაცია და ახლის დამზადება-მონტაჟი
• ფასადზე ისტორიული მხატვრობების აღდგენა
შენობების დიდ ნაწილზე აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. წლის ბოლომდე დასრულდება ყველა ის დამატებითი სამუშაოც, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებით ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობების დემონტაჟს და ახლის მშენებლობას“,-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.