თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ისტორიული სახლის შესასვლელ კარზე ძველი საფოსტო ჭრილი აღმოაჩინეს
25-08-2016, 07:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადარბაზოს რესტავრაციისას, შესასვლელ კარზე ძველი საფოსტო ჭრილი იქნა აღმოჩენილი, სადაც გამოიკვეთა ძველებური ორნამენტები და ისტორიული წარწერა. კარის ისტორიული დეტალები შენარჩუნდა და პირველადი სახით აღდგა.

 

 

„1903 წელს, საზოგადო მოღვაწის და მეცენატის, ერასტი ჭავჭანიძის მიერ აგებული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და განსაკუთრებულია მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით.

 

 

„სახლი ასევე ცნობილია თავისი უნიკალური მოხატული სადარბაზოთი. თბილისის განვითარების ფონდმა შენობას სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია ჩაუტარა, მათ შორის:

 

 

• შენობა კონსტრუქციულად გამაგრდა

დასუფთავდა სარდაფები

• რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადებს და ყველა მხატვრულ დეტალს

• პირვანდელი სახით აღდგა საფასადე ქანდაკებები

• დამზადდა ეზოში შესასვლელი ახალი ჭიშკარი

• რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის კარ-ფანჯრებს

•სრული რესტავრაცია ჩაუტარდა მხატვრობით გაფორმებულ ისტორიულ სადარბაზოს

• მთლიანად შეიცვალა შენობის სახურავი

• ფასადი რესტავრაციის შემდეგ ძველი პროექტის მიხედვით არსებულ ფერებში შეიღება

 

 

დავით აღმაშენებლის გამზირ N36 - ის ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ამჟამად შიდა ეზოს მხრიდან მდებარე ფასადების - კარ-ფანჯრების, შუშაბანდების, მოაჯირების შეცვლა და აღდგენა მიმდინარეობს.

 

 

დავით აღმაშენებლის გამზირ N36-ში მდებარე უნიკალური სახლის სრული რეაბილიტაცია, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, წლის ბოლომდე დასრულდება“,-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი