თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
”გუშინ ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრა გვქონდა, თუმცა ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ მოქმედებებს და შესაბამისად, გამოიწვია ის რეაქცია, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ არ უნდა გამომეთქვა ასეთი ტიპის ფრაზები და შესაბამისად, გამომეჩინა ის თმენის ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. საკრებულოში ხვალ მივალ და გავაკეთებ ძალიან საინტერესო განცხადებებს, ვუპასუხებ ყველა დასმულ კითხვას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ახალი სასტუმროს ”რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის” გახსნის ცერემონიაზე მივიდა, სადაც მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სტვენითა და ხმაურით შეხვდნენ და გადადგომისკენ მოუწოდეს.
ორგანზაცია ”სიმართლის თაობის წარმომადგენელმა, თორნიკე ბიკაშვილმა მერს მიმართა, რომ ის არ არის მოსახლეობის მიერ არჩეული და არის ”ივანიშვილის მიერ მოყვანილი, ივანიშვილის მონა”.
”თბილისი არ იმსახურებს ასეთ უზრდელ ხელისუფალს. ნარმანიას არ აქვს მორალური უფლება იყოს თანამდებობაზე’’, - განაცხადა ბიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.