თბილისის განვითარების ფონდის პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე ლითონის ჭიშკრები და და აივნის ჭედური მოაჯირები შეიცვალა. დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, მოხდა ლითონის ჭიშკრებისა და აივნის ჭედური მოაჯირების შენობებიდან ჩამოხსნა და სპეციალურად მოწყობილ სამჭედლოებში სარესტავრაციოდ გადატანა.
„სარესტავრაციო სამუშაოები სამჭედლოებში უკვე დასრულებულია.
აღმაშენებლის გამზირზე ისტორიულ შენობებსა და თბილისურ ეზოებს ეტაპობრივად უბრუნდება აღდგენილი და განახლებული ჭედური ნაკეთობები.
დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი სექტემბერში დასრულდება“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.