დავით ბაქრაძე: სანდრა რულოვსის ყოფნა "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ათეულში, არის ჩვენი განაცხადი გამარჯვებაზე
25-08-2016, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანდრა რულოვსის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი, - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენისას გააკეთა.

 

 

”ეს არის დადებითი მოვლენა, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის ზუგდიდში, ვისაც საქართველოს პარლამენტში ეყოლება ძალიან კარგი მაჟორიტარი. ეს არის კარგი ამბავი ასევე სრულიად საქართველოსთვის, ვინაიდან ქალბატონი სანდრას შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ეს არის დადებითი მოვლენა ქართული პოლიტიკისთვის და არა მხოლოდ ”ნაციონალური მოძრაობისთვის. მისი სიაში ყოფნა, მისი პირველ ათეულში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს არის ჩვენი განაცხადი გამარჯვებაზე. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი გამარჯვებისკენ და იმისკენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ გუნდით, კომპეტენტური, მცოდნე და მოტივირებული ადამიანების გუნდით დავიწყოთ ხალხის პრობლემების გადაჭრა ”, - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს პარტიული სიის ოცეული წარადგინა. საარჩევნო სიაში ადგილები ასე გადანაწილდა:


1. დავით ბაქრაძე; 2. სანდრა რულოვსი; 3. ელენე ხოშტარია; 4. რომან გოცირიძე; 5. ნიკა მელია; 6. გიორგი ტუღუში; 7. ოთო კახიძე; 8. სალომე სამადაშვილი; 9. ირაკლი აბესაძე; 10. სერგი კაპანაძე; 11. სერგო რატიანი; 12. გიორგი კანდელაკი; 13. ლელა ქებურია; 14. აკაკი ბობოხიძე; 15. გიგა ბოკერია; 16. თენგიზ გუნავა; 17. ირმა ნადირაშვილი; 18. მამუკა ჩიქოვანი; 19. თინათინ ბოკუჩავა; 20. გიორგი თევდორაძე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი