შეკვეთილში „მუსიკოსთა პარკში“ რამდენიმე სკულპტურა დააზიანეს
25-08-2016, 09:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეკვეთილში, Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ „მუსიკოსების პარკში“ რამდენიმე სკულპტურა დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდ „ქართუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

 

მისი ინფორმაციით, დაზიანებულია უიტნი ჰიუსტონის, ელვის პრესლის, ჯიმი ჰენდრიქსის სკულპტურები. მისი თქმით, „მუსიკოსთა პარკში“ სკულპტურები „სკორპიონსის“ კონცერტის შემდეგ დააზიანეს.

 

 

„ეს შეკვეთილში წინა კვირას გახსნილი „მუსიკოსთა პარკია“. რამდენიმე დღეა „ნაციოლანები“ ღლაბუცობენ - რას გავს სკულპტურებიო, ზურაბ წერეთლის ნამუშევრებიაო. რამდენიმე მედიასაშუალებამაც დამირეკა - ავტორი ვინაა სკულპტურებისო. სკულპტურები დამზადებულია ევროპაში ევროპელი სკულპტორების მიერ და არ ეკუთვნის ზურაბ წერეთელს. ეს ისე, „ფეისბუქით“ ნიუსების მკეთებელი მედიისთვის.

 

 

ვისაც „მუსიკოსთა პარკი“ აინტერესებს, როგორც მინიმუმ პარკი უნდა ნახოს მაინც, მითუმეტეს, რომ „სკორპიონსის“ კონცერტიდან გამოსულმა ზოგიერთმა ვანდალმა უკვე მოახერხა თავისი კულტურული აღმატებულობის დაღის დასმა სკულპტურებზე. უიტნი ჰიუსტონის სკულპტურის გარდა დააზიანეს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი. უბრალოდ, გასართობად, კარგ ხასიათზე იყვნენ და სკულპტურებს დაერივნენ. ესეც ისე, „ნაცების“ ოხუნჯობაზე დახელოვნებული და გაზარმაცებული მედიისთვის“,-წერს უძილაური.

 

 

„ქართუ ჯგუფმა“  მიმდინარე წლის  21 აგვისტოს შეკვეთილში, Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი „მუსიკოსების პარკი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.

 

 

„მუსიკოსების პარკში“ მოწყობილია სასეირნო ბილიკები, სკამები, განათებები, დგას მსოფლიოში და საქართველოში აღიარებული მუსიკოსების: მომღერლებისა და კომპოზიტორების ქანდაკებები. ქანდაკებებთან მოწყობილია დასასვენებელი სივრცე, ჟღერს იმ მუსიკოსთა ცნობილი კომპოზიციები, რომლის ქანდაკებასთანაც მიდის დამსვენებელი.

 

 

„მუსიკოსთა პარკში,“ ამ დროისთვის, 23 სკულპტურაა, როგორც კლასიკური, ისე პოპმუსიკის ვარსკვლავების ქანდაკებები. წლის ბოლომდე პარკში 35 სკულპტურა დაიდგმება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი