გიორგი კვირიკაშვილი: განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებას
25-08-2016, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და მათ შორის სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.

 

 

პრემიერ მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ შემოდგომაზე ამბროლაურის აეროდრომი გაიხსნება, ხოლო ტერმინალის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

 


„განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და მათ შორის სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც აქ ცხოვრობს, იგრძნოს ის სიკეთე, რომლის შეუქცევადი განვითარების საფუძველი, დღეს უკვე ჩაყრილია. გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვაპირებთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რაც იხარჯება, დამატებით 5 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაში - ეს არის არა მხოლოდ სატრანზიტო გზები, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და მთავარი ტურისტული მიმართულებების გზები“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი