თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავასათვის აღკვეთის ღონისძიების 20 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვისა და საზოგადოებაში არეულობის გამოწვევის საფრთხეებზე საუბრობდა და ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგი იყო.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორმა განმარტა, შუამდგომლობა იმ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ უგულავა 2014 წლის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს, რა დროსაც ქვეყნიდან გასვლის გზით მიმალვას ცდილობდა.
პროკურორის თქმით, ბრალდებულს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას შეეცდება.
ამასთან, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულის მხიდან ახალი დანაშაულის საფრთხეც არსებობს.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მიმალვის საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, უგულავას პტიმრობიდან გათავისუფლებამ საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს.
გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე განცხადების გაკეთებისას ხაზი გაუსვა იმას, რომ, მის მიმართ 2012 წლის შემდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
"როდესაც ბრალი წამიყენეს, ეს იყო პირდაპირი შედეგი მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის რეპლიკისა ჩემი მისამართით, რომ დამეცვა სუბორდინაცია. რამდენიმე დღეში დაიწყო გამოძიება და დამთავრდა იმით, რომ ბრალი წამიყენეს "თბილსერვისჯგუფისა" და "იმედის" ეპიზოდზე. როცა პროკურორი საუბრობს ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე ყველა თქვენი ბრალდება, ბატონებო, ჩემს მიმართ არ გულისხმობს თანხების მითვისებას, მე მედავებით გაფლანგვას", - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.
მისივე თქმით, როდესაც დაიწყო მზადება მერობის არჩევნებისთვის, მან შეგნებულად გადაწყვიტა მერობის კანდიდატი არ ყოფილიყო. "სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო კანდიდატს თბილისში გაუჭირდა. ვიღაცამ თქვენი ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ მე ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებდი. ალბათ ეს ვარაუდი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც მე პასპორტი გამიუქმეს და თავიდან შევიტანე პასპორტი ყველა საელჩოში. როგორც ჩანს, მე ვიყავი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ეს გარემოება აღიქვეს ისე, რომ მე ქვეყნიდან წასვლას ვაპირებდი", - განაცხადა უგულავამ.
დაცვის მხარე "სითი პარკის" საქმეზე ბრალდებული უგულავას 20 ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.