„ეს არის უპრეცენდენტო ფონდი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ქმნის დაფინანსების მოპოვების საშუალებას, ყოველგვარი გირაოსა და უზრუნველყოფის გარეშე. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში დამწყები ბიზნესის განვითარების ფონდი ქვეყანაში მეწარმეობის სულისკვეთების შექმნას და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას ისახავს მიზნად. პირველ გამარჯვებულ კომპანიებს გიორგი კვირიკაშვილი დღეს შეხვდება.
"ფონდი შეიქმნა საუკეთესო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს, იმისთვის, რომ ახალგაზრდა ინიციატივიანმა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი საქმის წამოწყება, რა თქმა უნდა, განათლებასთან ერთად“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ონის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ რაჭის უდიდეს პოტენციალს გაუსვა ხაზი.
„მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა. მე ვარ და ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში. ჩემს ცოდნას, უნარს, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ჩემს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, გამოვიყენებ იმისათვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა. როგორც იცით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა, მაგრამ მე ონში მეყოლება წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტულად ონის პრობლემატიკაზე იმუშავებს. რაჭას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევაჩეროთ მიგრაციის პროცესი, განვავითაროთ ტურიზმი, მეცხოველეობა, გონივრულად ავითვისოთ ჰიდრორესურსები, გადავწყვიტოთ სოციალური პრობლემები, რაც კეთილდღეობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველ კლასელთა რაოდენობა გაიზარდა წინა წლებთან შედარებით და ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი. უნდა გვახსოვდეს, რომ მთის კეთილდღეობა არის ქვეყნის კეთილდღეობა“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.