ქობულეთში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო და ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს
25-08-2016, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო და ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

 

 

"ფიჭვნარში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება. ამ ეტაპისთვის საბავშვო ბაღში შიდა სარემონტო და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება. ემტეესის დასახლებაში დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდება საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური, საიდანაც ფეკალური მასები ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთდება", - აცხადებენ გამგეობაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი