ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, არად ბენკომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა. საგარეო უწყების ცნობით, რეზიდენციით თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის პირველი საელჩო გაიხსნება.
მინისტრმა ავსტრიის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის კავშირებს. აღნიშნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთ გაცვლა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობა.
თავის მხრივ, არად ბენკომ კიდევ ერთხელ, დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები და სამომავლო პერსპექტივები.
მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დემოკრატიული და ევროპული ქვეყანაა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა. ჩვენთვის ეს ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ ამით საქართველოს ევროპულ არჩევანს დავეხმარებით“, - განაცხადა ავსტრიის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიხეილ ჯანელიძესთვის რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.