ირაკლი ალასანია: ერთ-ერთი შავი ლაქა, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ეს არის ხუთი უდანაშაულო ადამიანის ყოფნა ციხეში
25-08-2016, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი-ერთი შავი ლაქა, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ეს არის ხუთი უდანაშაულო ადამიანის ყოფნა ციხეში და ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანიობის აღდგენა სწორედ ამ მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აჭარაში, სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუში - „პირისპირ“ განაცხადა.

 

 

ალასანიამ ისაუბრა მთავრობის ხარვეზებზე სხვადასხვა მიმართულებით და დასძინა, რომ "ამის გამოსწორებას სჭირდება კომპეტენტური მთავრობა".

 

 

„გასულ წელს ვიყავი ჩასული სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც ბიზნეს-სკოლაში სწორედ საქართველოს განვითარების გეგმაზე ვმუშაობდი, იქ შევხდი ბიზნესმენებს, რომლებიც მზად არიან აჭარაშიც, თბილისშიც ჩადონ ფული, მაგრამ სანაცვლოდ მათ სჭირდებათ სტაბილური პოლიტიკური მთავრობის დანახვა. ბიზნეზმენს, რომელსაც სურვილი აქვს ფული ჩადოს, ეფექტური ეკონომიკის მინისტრი და ძლიერი ინვესტიციების სააგენტო სჭირდება. ჩვენ ვიყავით ჩასული ისრაელშიც და გავეცანით ისრაელის სოფლის მეურნეობის სისტემა. დღეს საფუძვლიანად არ არის შესწავლილი ჩვენი სოფლის მეურნეობა, არ ვიცით - რა კულტურა რომელ რეგიონში და რა ნიადაგზე უნდა განვავითაროთ და რა მოთხოვნებია შიდა ბაზარზე, რომელიც საკმაოდ დაუცველია. ამის გამოსწორებას კი სჭირდება კომპეტენტური მთავრობა. როდესაც ჩვენი მოსავალი მოდის და პროდუქცია ბაზრისთვის მზად არის, უნდა შევზღუდოთ იმ პროდუქციის შემოსვლის ზრდა, რომელიც პრაქტიკულად კლავს ჩვენს პროდუქციას შიდა ბაზრისთვის. სწორედ ამ შიდა ბაზრის განვითარებასა და გამდიდრებას უნდა დაეხმაროს მთავრობა, ამისთვის კი საჭიროა თავდაცვა, ამის გარეშე ინვესტიცია არ მოდის, რადგან ეკონომიკას დაცული ქვეყანა სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ პარტიის მთავარი ამოცანაა, შესთავაზოს სახოგადოებას დღევანდელი ხელისუფლების ალეტრნატიული გუნდი.

 

 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა შევქმნათ ისეთი ალტერნატივა, რომელიც საზოგადოებას კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანების გუნდს გააცნობს. სწორედ ეს გუნდი იქნება ალტერნატივა დღევანდელი ხელისფლების, რომელმაც პრაქტიკულად გააჩერა ქვეყნის განვითარება გადაწყვეტილებების მიღების უუნარობით და იმ ოთხი წლის წინანდელი მმართველობის. ჩვენ შევიტანეთ ჩვენი წვლილი 2012 წლის არჩევნებში და როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, ვაკეთებდით საქმეს თავდაცვის სამინისტროშო, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ როდესაც დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ინტერსებს მოარგო ძველი სასამართლოს კონტროლი, ხელისუფლებიდან წამოვედით და ერთი-ერთი შავი ლაქა, რომელიც აქვს ამ ხელისუფლებას, ეს არის ხუთი უდანაშაულო ადამიანის ყოფნა ციხეში და ჩვენი მთავარი ამოცანაა სამართლიანიობის აღდგენა სწორედ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი