„GFK-ის კვლევა არის გამიზნული იმისთვის, რომ იმ 40-45 პროცენტს ანუ საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც სხვა ალტერნატივის მოლოდინშია და ჯერ არ ჩამოყალიბებულა, არ ჰქონდეს არჩევნებზე წასვლის მოტივაცია“,-განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აჭარაში, სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუში - „პირისპირ“.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის თქმით, „რუსთავი2“-ის დაკვეთით ჩატარებული GFK-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ნაციონალური მოძრაობის” შეკვეთით არის გაკეთებილი, რომელიც გათვლილია საზოგადოების წინასწარ შეგუებასა და აზრის ფორმირებაზე.
მისი შეფასებით, სწორედ საზოგადოების დიდ ნაწილს არ უნდა „ქართული ოცნების“ სტაგნაციაში ყოფნა და აღარ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ძალადობაში დაბრუნება და სწორედ იმიტომ გააკეთეს ეს კვლევა, რომ სხვა ალტერნატივა აღარ არსებობდეს.
ალასანიამ ასევე, აღნიშნა, რომ კვლევის ხასიათიდან გამომდინარე, ეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვლევაა, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
„ჩვენ თავს არ მოვიტყუებთ, ყოველ დღე ვხვდებით ადამიანებს და ზუსტად ვიცით, როგორია მათი განწყობა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არავის მივეყიდეთ, ჩვენ ვართ რეალურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც არავის ინტერსებზე არ არის მიბმული. ამ კვლევებში სწორედ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის დავისაჯეთ. ნიშნავს თუ არა რეიტინგებში სხვა პოლიტიკური გუნდის დაწინაურება სააკაშვილის მხარდაჭერას, ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს. ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ეს გადაწეყვეტილება მთელმა გუნდმა აბსოლუტურად გააზრებულად მივიღეთ. ხელისუფლებაში ყოფნისას საზოგადოებას არაერთი კარგი საქმე დავანახეთ, დარწმუნებულები ვართ წარმატებაში და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.