ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურა პატარაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წევრებთან ერთად მოინახულა. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
"ქობულეთის შემოვლითი გზის საერთო სიგრძე 32 კილომეტრია. პირველი 12,4 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე ექსპლუატაციაშია შესული. მეორე ეტაპზე 12 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია. ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 15 ხიდს, 4 გზაგამტარს, 2 გვირაბს და 71 წყალგამტარ მილს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბი სოფელ საჩინოში გაივლის. მისი დასასრულებლად მხოლოდ 40 მეტრი სიგრძის გვირაბის გაყვანა დარჩა. მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს, რაც გვირაბის ოპტიმალური სამაგრის შერჩევით მშენებლობას ითვალისწინებს. მეორე გვირაბი სოფელი ჩაქვის ქვემოთ გატარდება და 118 მ იქნება.
გზის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის განვითარებისათვის, ისე სატრანზიტო მიმოსვლისთვის.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შემოვლით გზაზე კომპანია „სინო-ჰიდრო“ ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობით სამუშაოებს - კომპანია „დოჰვა“.
სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 24 მაისს დაიწყო და 2017 წელს 31 ივლისს დასრულდება", - აცხადებენ გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.