ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი თავმჯდომარე ლუკა კურტანიძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
პლენარულ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის, ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილ თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლედ კურტანიძის წარდგენას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
კენჭისყრაზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას 96 მომხრე აღმოაჩნდა. ლუკა კურტანძე დეპუტატის საქმიანობას დღევანდელ სხდომაზევე შეუდგება. იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან, გია გოზალიშვილთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ყოფილი "ნაციონალი" გია გოზალიშვილი პარლამენტში "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.