ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლების გაზიფიცირების პროექტის განხორციელება გრძელდება. როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ცენტრალური მაგისტარალის სამშენებლო სამუშაოები სოფელ ქვედა სამებაში, ხუცუბანში, ნაკაიძეებში, დაგვაში, ქვედა დაგვასა და ბობოყვათში ხორციელდება.
სოფელ ბობოყვათში გაზსადენის მოწყობითი სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.
გამგეობის ცნობით, პროექტის მეშვეობით 585 ოჯახის გაზიფიცირება მოხდება. სამუშაოების დასრულება ოქტომბრისთვის იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.