შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ სამხრეთ კავკასიაში დაწყებული რუსეთის წვრთნებს შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად რუსული შეირაღებული ძალები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
”ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ სამხედრო წვრთნებით. როდესაც ამ მასშტაბის სამხედრო წვრთნები ტარდება, აუცილებელია ის იყოს გამჭვირვალე და იყოს ორმხრივი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ელჩმა.
რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, ასევე სომხეთში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ ბაზებზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. 18 პოლიგონზე დაწყებულ სწავლებებში სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის 11 000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.