სუს-მა დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
26-08-2016, 00:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს.

 


”გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ წ. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა პირობითი სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 5000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

 


გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, –”, - ნათქვამია სუს–ის განცხადებაში.

 


გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი