თბილისის მერი დღეს საკრებულოში რიგგარეშე ანგარიშით წარსდგება. 16:00 სთ-ზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე დავით ნარმანიას მოხსენებას მოისმენენ.
ნარმანიას საკრებულოში მისვლა საკრებულოს 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ერთობლივი განცხადებით 22 აგვისტოს მოითხოვა. ისინი თბილისის მერის რიგგარეშე ანგარიშით 25 აგვისტოს საკრებულოში წარდგომას ითხოვდნენ. თუმცა, 24 აგვისტოს მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საკრებულოში 26 აგვისტოს მივა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.