ბოლივიის პრემიერ მინისტრის მოადგილე რუდოლფო ილანესი გაფიცულმა მაღაროელებმა მოიტაცეს და ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლივიაში მაღაროელების გაფიცვამ კულმინაციას მიღწია. ისინი ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ახალი კანონის მიღებასა და უფრო მაღალ ხელფასებს ითხოვენ.
მაღაროელთა რადიოსადგურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვიცე პრემიერი დედაქალაქიდან 160 კილომეტრში მდებარე პანდუროში წაიყვანეს, სადაც მკვდარი იპოვეს. "ჩვენ შევძელით გვენახა ახლოდან, რომ ვიცე– პრემიერ მინისტრი ილანესი გარდაცვლილია. კოლეგებმა გვითხრეს, რომ ის ცემისაგან გარდაიცვალა", თქვა მოისეს ფლორესმა.
პოლიტიკოსის სიკვდილი არ დაადასტურა მთავრობამ. მიუხედავად ამისა, მთავრობის წარმომადგენელმა ადრე თქვა, რომ ილანესი გატაცებულია და შესაძლოა წამება მოელის გამტაცებლებისაგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.