უმრავლესობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ალბათ წარადგენს ჩემს კანდიდატურას ვიცე სპიკერობაზე, სავარაუდოდ ამ სასესიო კვირაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.
სანიკიძე პრეს-კონფერენციაზე აპირებს იმის შესახებ დოკუმენტურ საუბარს თუ რისი გაკეთება შეძლო ქუთაისისთვის, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიცაა, პარლამენტში ყოფნის პერიოდში.
საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ კიდევ მოქმედი ვიცე სპიკერის, ზურაბ აბაშიძის კანდიდატურის თანამდებობიდან გამოწვევის წინადადებით ბიუროს დღეს მიმართავს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უმრავლესობის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
"კვოტაზე, რომელიც უმრავლესობას ეკუთვნის, გადაწყვეტილებაც უმრავლესობამ უნდა მიიღოს. ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და ნურც ნურავის უკვირს. ნურც განაწყენებულია და ნუ გააკეთებენ ისეთ რეპლიკებს, რომელიც ადეკვატური არ იქნება. უმრავლესობამ უნდა მოითხოვოს იმ ადამიანის გაწვევა, რომელიც მისი რეკომენდაციით იქნა დანიშნული. ბიურომ უნდა მიიღოს ცნობად და როცა მიიღებს ბიურო ცნობად, ბატონი ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დატოვებს", _ განაცხადა დავით საგანელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.