პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტუდენტებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.
„ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ცხოვრების მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის დაწყებას - სტუდენტობას! დიდი წარმატება მინდა გისურვოთ ამ გზაზე!
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თქვენ ხარისხიანი განათლების მიღების, საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა გქონდეთ.
დარწმუნებული ვარ, ამ შესაძლებლობებს სწორად და გონივრულად გამოიყენებთ და თქვენი სახით საქართველოს ეყოლება კიდევ უფრო წარმატებული თაობა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს“,-აცხადებს კვირიკაშვილი.
წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. მათივე ცნობით, ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე - online.naec.ge არის შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.