თბილისი მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხს, აღნიშნული პირი კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდება.
როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თანამდებობიდან გადაყენება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
„ქალბატონი ნინო სულხანიშვილის გადადგომა მიზანშეუწონლად მიმაჩნია, ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. ეს არის არა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილიც ასე თვლის. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ასე რომ, ვიდრე გამოძიება არ იქნება დასრულებული, არ უნდა ვუწოდოთ დამნაშავე“, - განაცხადა ნარმანიამ.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ითხოვს. მათი განმარტებით, ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო უნდა გათავისუფლდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.