"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი თბილისის მერის, დავით ნარმანიას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. მისი შეფასებით, ნარმანია დიდი ხნის წინათ უნდა წასულიყო თანამდებობიდან, თუმცა, რადგან ბიძინა ივანიშვილის კადრია, "ქართულმა ოცნებამ" მისი პოსტიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
„ვერც ერთი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ვერ იმუშავებდა იმ პირობებში, რა პირობებშიც მას უწევს მუშაობა. მისი საქმიანობა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არადამაკმაყოფილებელი. ვერ ააწყო ურთიერთობა ვერც სამოქალაქო სექტორთან და ვერც თბილისის მოსახლეობასთან და ალბათ, დამოუკიდებელი რომ იყოს, დიდი ხნით გაითავისუფლებდა თავს იმ ტანჯვისგან, რა ტანჯვაშიც მას უწევს მუშაობა. თავის დროზე დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა იყო და ახლა „ოცნებას“ არ აქვს უნარი, რომ გადაწყვიტოს, თუ როდის უნდა მოაწეროს ხელი დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
მისი გადასაწყვეტი არ არის და ნარმანია თავად ვერ წყვეტს ამას, თორემ, ალბათ დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო თანამდებობიდან. მე არ ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას თავად ექნება თანამდებობიდან წასვლის სურვილი, თუმცა მას ამის უფლებას არ აძლევენ“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
ორი დღის წინათ თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, ხმაური იყო. კერძოდ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე მუშტის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი კუპრაძემ ნარმანიასგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის გამო მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება. მან ასევე მერს მოუწოდა, რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. კუპრაძის განცხადებების შემდეგ დავით ნარმანიამ თქვა, რომ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ულტიმატუმებით საუბრობდა. „მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით შემოვიდა“, - განაცხადა მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.