ალეკო ელისაშვილი: დავით ნარმანია დიდი ნიჩბით დგას და პოლიტიკურ საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“
26-08-2016, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას ურჩევს, რომ პატივი სცეს თბილისელებს და წავიდეს თანამდებობიდან. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, დასაფასებელია თბილისის მერის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელსაც ეყო ვაჟკაცობა და ბოდიში მოიხადა, თუმცა საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ ბოდიშის მოხდით მხოლოდ საქმის მესამედი გააკეთა და ახლა მას დარჩა კიდევ ორი საქმე გასაკეთებელი, ეს არის - აღიაროს, რომ თავი ვერ გაართვა თბილისის მერობას და თანამდებობიდან წავიდეს.

 

 

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო ყველაფერი. მე მოვაწერ ხელს იმ დოკუმენტს, რითაც ნარმანიას წასვლას მოვითხოვთ. ხანდახან მეჩვენება, რომ „ცისფერი მთები“ ელდარ შენგელაიამ ნარმანიასა და მერიაზე გადაიღო. კაცმა არ იცის, რისთვის არიან. მერია დღეს არსებობს მხოლოდ ფურცელზე და საბუღალტრო აღრიცხვაში, რომ მივიდნენ და ხელფასები აიღონ. რეალურად მერია არ არსებობს. მე მაქვს უბრალოდ ერთი რჩევა დავით ნარმანიასთან, მიიღოს გადაწყვეტილება, ქალაქს სცეს პატივი და წავიდეს… რაც უფრო გააჯანჯლებს ნარმანია წასვლას, მით უფრო ღრმა სამარეს გაუთხრის „ქართულ ოცნებას“, დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავეა, დგას იგი ნიჩბით და ამ წინასაარჩევნოდ საფლავს უთხრის „ქართულ ოცნებას“. ყველა მაჟორიტარი დეპუტატი წააგებს ნარმანიას გადამკიდე“, - აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი