ეს იყო ამომრჩევლის გულის მოსაგებად გაკეთებული პოპულისტური განცხადება, - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერ მინისტრის მიერ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
პეტრიაშვილის თქმით, ოლქების ასეთი სახით არსებობის შესახებ გადაწყვეტილება თავის დროზე "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. "ახლა ჩვენ შემოგვჩივლეს, უსამართლოდ არის მიღებულიო", - აცხადებს პეტრიაშვილი.
"თავიანთი გამჭრიახობით ისე აბლანდეს თითოეული ოლქის საზღვრები, რომ ახლა თვითონაც დაბნეულები არიან. ეს ხალხი მართლა აღარ არის ჩაუხედავი ამ საქმეში. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა თავმჯდომარემ ასეთი ოლქების შემუშავების გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა და ჩვენ შემოგვჩივლა, რომ უსამართლოდ არის მიღებული გადაწყვეტილება, მართლა მეღიმება", - განაცხადა პეტრიაშვილმა პრესკონფერენციაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ რაჭა-ლეჩხუმისა, ქვემო და ზემო სვანეთის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, რომ არ არის სწორი ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, მესტიასა და ცაგერს საკანონმდებლო ორგანოში ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.